Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობა სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

2024 წლის 22 მარტს თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს - მარიენ ულრიკსენსა და რასმუს იენსენ შუდტს უმასპინძლა.

 

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ და დეკანის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ სტუმრებს გააცნეს ფაკულტეტის შესახებ ინფორმაცია, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნის სასწავლო თუ კვლევით დაწესებულებებთან თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პარტნიორობის გამოცდილება და შედეგები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის თანამშრომელი - ზურაბ გოგშელიძე და დეკანის აპარატის თანამშრომლები - მარიამ ხუროშვილი და რუსუდან ცაგარელი.


შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა თსუ-ის იურდიულ ფაკულტეტსა და სამხრეთ დანიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ სასერტიფიკატო კურსზე - „სამართლიანი საზოგადოება: კანონის უზენაესობა და კეთილდღეობაზე ხელმისაწვდომობა".


აღნიშნული კურსი წარმოადგენს ინტერდისციპლინურ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მონაწილეებში ცოდნის გაღრმავებას კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით. კურსში მონაწილეობა დაფინანსებულია სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის მიერ და კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.


თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი მომდევნო სემესტრებშიც გეგმავს სამხრეთ დანიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას, როგორც „სამართლიანი საზოგადოების“ კურსის, ასევე სხვა პროექტების ფარგლებში. 

თარიღი: 05/04/2024